1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი თელავი, ერეკლე II-ს გამზირი № 16 .

2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დროშა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საკრებულოს მიერ საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები გამოყენება „სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 31.05.2010 წლის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი ს“ და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვი