1. საკრებულო არის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონი
ს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული
ოცდარვა წევრისაგან, რომელთაგან
ათი
წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო
თვრამეტი წევრი
– მაჟორიტარული წესი