1. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).

2. საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა, გადარჩევა, წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;

ბ) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

გ) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო
-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო
-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე
-19 მუხლის მე
-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;

ე) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" საქართველოს კანონის მე
-10 მუხლის შესაბამისად სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;

თ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;

ი) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

კ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;

ლ) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

მ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

ნ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ო) მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

პ) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური მომსახურების დამატებითი დაფინანსების შესახებ;

ჟ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენა;

რ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

ს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ტ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;

უ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;

ფ) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ქ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ღ) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;

ყ) თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცება;

შ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;

ჩ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ც) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ