,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 02/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.829

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებით (სსმ III, 19.08.2005წ., №97, მუხ. 1096) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესდების პირველი მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი და მისია“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება ქვეყანაში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლების, აგრეთვე პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ზოგადად პროფესიონალიზმის ზრდას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას სკოლა მნიშვნელოვნად გაამახვილებს ყურადღებას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებზე, მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. სკოლის მისიაა შესთავაზოს მსმენელებს ისეთი სახის საგანმანათლებლო და პროფესიული დონის ამაღლების პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებულ პირთა საბაზო ცოდნის შექმნას, რაც აუცილებელია ხარისხიანი და საზოგადოების მოთხოვნებს მისადაგებული სამსახურის მიწოდებისათვის. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისათვის განახორციელებს სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამებით უზრუნველყოფას.“.

2. წესდების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. წესდების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სკოლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

პირველი მუხლით გათვალისწინებული მისიის განსახორციელებლად სკოლა უზრუნველყოფს:

ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შერჩევა-შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) სასწავლო კურსის ნუსხის შედგენას და დამტკიცებას ქვეყანაში არსებულ მოთხოვნათა გათვალისწინებით;

გ) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

დ) დასაქმებულ პირთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

 ე) კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად საექსპერტო ჯგუფების მოწვევას;

 ვ) მსმენელთა ჯგუფების სასწავლო პროცესში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო საქმიანობების განხორციელებას;

ზ) სემინარების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას.“.

4. წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სასწავლო პროცესი

სკოლის სასწავლო პროცესისა და პროფესიული პრქტიკული მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება სკოლის შინაგანაწესით, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო. სკოლის შინაგანაწესით განისაზღვრება სკოლაში მსმენელთა მიღების წესები, სწავლების პირობები და ხანგძლივობა, სასწავლო რეჟიმის, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის ფორმები, სკოლის სტრუქტურული ერთეულების (დირექციისა და ტექნიკური პერსონალის) ფუნქციები და სხვა.“.

5. წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სკოლაში მიიღებიან უმაღლესი, პროფესიული და სრული ზოგადი განათლების მქონე დასაქმებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული პრიორიტეტების შესაბამისად.“.

6. წესდების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სკოლის სტრუქტურა

1. სკოლის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოებისაგან (დირექტორი და რეგენტთა საბჭო), რომელთა ფუნქციები განისაზღვრება ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით, დირექციისა და ტექნიკური პერსონალისაგან.

2. დირექციისა და ტექნიკური პერსონალის ფუნქციები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.“.

7. წესდების მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი შემდეგი რედაქციით:

,,1. სკოლის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სკოლის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სკოლის რეგენტთა საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად უძღვება სკოლის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს რეგენტთა საბჭოს მიერ ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ტექნიკურ პერსონალთან.“;

ბ.ბ) ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) რეგენტთა საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებსა და მათი შესრულების გეგმებს, სკოლის შინაგანაწესს;

ე) განკარგავს თანხებს რეგენტთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.“.

8. წესდების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. რეგენტთა საბჭო 

1. სკოლის მართვის მიზნით იქნება რეგენტთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) 3 წევრის შემადგენლობით, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას.

3. საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს სკოლის დირექტორის ან საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭო:

ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;

ბ) ყოველწლიურად ამტკიცებს სკოლის სამოქმედო გეგმას სკოლის დირექტორის ან საკუთარი ინიციატივით;

გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოველწლიურად ამტკიცებს გნსახორციელებელ პროგრამებს და მათი შესრულების გეგმებს, სკოლის ბიუჯეტს;

დ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან;

ე) ამტკიცებს სკოლის დირქეტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ვ) კონტროლს უწევს საქმოქმედო გეგმის განხორციელებასა და სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;

ზ) ამზადებს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;

თ) ახორციელებს სასწავლო გეგმების, პროგრამების შემუშავებას, განხილვასა და დამტკიცებას და სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის განხილვასა და დამტკიცებას;

ი) ახორციელებს სკოლის საორგანიზაციო და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ეფექტურ შეფასებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი