,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №668
2007 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოიყოს მიჩენილი უბანი.
2. მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს თელავის სატყეო უბნის კვარტალი №12-დან უბნები 1-37 (ფართობი – 144.7 ჰა), კვარტალი №13-დან უბნები 9, 11-14 (ფართობი – 46.0 ჰა), კვარტალი №24-დან უბნები 1-3 (ფართობი – 3.2 ჰა), ამავე კვარტლის უბანი №9-ის ნაწილი (ფართობი – 0.5 ჰა), საერთო ფართობი – 194.4 ჰა.
3. მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““?
- „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““ მიღებულია 03.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №668. სარეგისტრაციო კოდი — 390.040.050.08.002.004.
- სად არის „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ““, №668, 03.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101764/