საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №506
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
1. ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1), საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება (დანართი №2) და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3).
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადა-კარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №76 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი№1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომელსაც კვეთს მეწამული ჯვარი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ფარის ვერცხლის ველზე – ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ივერიული გვირგვინი.
I და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.
ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახური”.
დანართი№2
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდეგში – სამსახური) ემბლემა (შემდეგში – ემბლემა) არის სამსახურის ოფიციალური სიმბოლო.
2. ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და სამსახურის სხდომათა დარბაზში.
3. ემბლემა გამოისახება:
ა) სამსახურის ვებგვერდზე;
გ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემებზე;
დ) სამსახურის მიერ მომზადებულ კინო, ვიდეო და ფოტომასალებზე;
ე) სამსახურის შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე;
ვ) სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაზე.
4. სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე.
5. ემბლემა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი№3
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა არის მართკუთხა თეთრი ქსოვილი პროპორციით – 2/3, რომელსაც კვეთს სწორკუთხა მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით – დროშის სიმაღლის 1/5, რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს. ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი – საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №506. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2014-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“, №506, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020632/