,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიების და სოფელ სიონის სასაფლაოს მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 6,7 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიების და სოფელ სიონის სასაფლაოს მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 6,7 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიების და სოფელ სიონის სასაფლაოს მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის მიმდებარე ტერიტორიები და სოფელ სიონის სასაფლაო: კვარტალი №32 ლიტერი №1 – 1,0 ჰა, ლიტერი №2 – 1,8 ჰა, ლიტერი №4 – 1,5 ჰა, ლიტერი №5 – 1,4 ჰა, ლიტერი №7 – 1,0 ჰა, საერთო ფართობი – 6,7 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი