„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 05/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება№57

2008 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„უცხოქვეყნისმოქალაქისათვისსაქართველოსმოქალაქეობისმინიჭებისწესისშესახებ“ საქართველოსპრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის#80 ბრძანებულებაშიცვლილებებისშეტანისთაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის #80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., #11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენენ ერთ თვეში.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გადააგზავნოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სამსახურს წარუდგენენ ერთ თვეში.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი