საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (25)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (23)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №193
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (სსმ I, 2010 წელი, №35, მუხლი 213) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვროს გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები:
| გარანტირებული სიმძლავრის წყაროები (წარმოების ლიცენზიანტები) | თბოელექტროსადგურის დასახელება | გარანტირებული სიმძლავრე (მვტ-ში) | გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი |
| შპს „მტკვარი ენერგეტიკა “ | გარდაბნის თბოელექტროსადგურის №9 ენერგობლოკი | 180 | 2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე |
| შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “ | გარდაბნის თბოელექტროსადგურის №3 ენერგობლოკი | 100 | 2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე |
| გარდაბნის თბოელექტროსადგურის №4 ენერგობლოკი | 100 | 2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე | |
| აირტურბინული ელექტროსადგური | 80 | 2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2014 წლის 1 სექტემბრამდე. |
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური