„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№252

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმ­წიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის და­ზღ­ვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადა­ზღ­ვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენი­ლე­ბაში (სსმ III, 2009 წელი, მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულე­ბით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთ­ვიურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქ­ვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან სა­ქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავ­დას­ხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდ­მი­ვი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ სა­ქართველოს ტერი­ტო­რიის ფარგლებში, და რომლებიც განსახ­ლებულ იქნენ სა­ხელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მი­ერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საც­ხოვ­რებელ ადგი­ლებ­ში.“.               

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური