„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111017023, 18/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებ­ში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტარებელი ღო­ნისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრა­მების ფარ­გლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადა­ზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-8მუხლის მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. საავად­მყოფოს მშენებ­ლობის დასრულების ვადად განისაზღვროს: ბორჯომსა და წნორში–2012წლის1მარტი, გურჯაანში, თელავში,ფოთსა და ქობულეთში– 2012წლის31მარტი, ქუთაისსა და ბათუმში– 2012წლის            1ივნისი, სენაკში – 2012 წლის 1 მაისი, ხოლო დანარჩენ რაიონებში– 2011წლის1დეკემბერი. საავად­მყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპა­ნიის/ამ­ხანაგობის მიერ საავადმყოფოს დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩა­ითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ნ.გილაური