„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.017988
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის  პირობების“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით,  სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, არაუგვიანეს 2014 წლის 15 ივნისისა,  სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ დაზღვეული პირების შესახებ, რომლებმაც სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მიმართეს სადაზღვევო კომპანიას გეგმური მომსახურების მისაღებად და მოლოდინის პერიოდის განმავლობაში შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება ან პროგრამა, ისე რომ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე არ არის გაწეული შესაბამისი მომსახურება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, თუ ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებულია სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო ორგანიზაციას დაეკისრება აღნიშნული ანაზღაურების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი