,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.533
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 15/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა, ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობა (მათ შორის ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება).“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი სადენების, არხების მშენებლობისას;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხისას.“;

გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სატყეო მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები (მათ შორის, სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებული, შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები/დირექციები), ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტში აღნიშნული ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტით.“;

დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 – 44 პუნქტები:

,,41. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას ,,მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს ტყის კოდექსის 82-ე მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება ,,მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციით მიიღება ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად.

42. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

43. სპეციალურ ჭრას ახორციელებს სპეციალური ან მიჩენის მიზნით გამოყოფილი ტყის ფონდის მიწით მოსარგებლე, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოსათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემას და ამ უკანასკნელის სამოქმედო ტერიტორიაზე (შესაბამისი ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე) განთავსებას (დასაწყობებას).

44. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი