„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.05.2008 ბოლო ცვლილება 07.04.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
400.010.010.08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 03/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №284
2008 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დერეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
ნიკა გვარამია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა გოცირიძე –           საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ვახტანგ ლეჟავა –           საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში
გიგი უგულავა – ქ. თბილისის მერი
ირაკლი ღვალაძე           – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
დავით ჩანტლაძე         – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
მიხეილ ჩოგოვაძე          – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდადის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
2. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე და ფორმდება ოქმის სახით.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.
5. კომისიამ პერიოდულად წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი