„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№226
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფოთის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს 2010 წლის 15 ნოემბერი.“.
2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფოთის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრისა უზრუნველყოს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:
ა) „თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანებაში მითითებული:
ა.ა) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონკრეტული სახეობისა და ტექნიკა-დანადგარების შეძენა-მონტაჟი და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ა.ბ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემის ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით, გამოსახულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხმის ჩამწერი საშუალებებით;
ა.გ) შენობა-ნაგებობებში სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ტექნიკით აღჭურვა;
ბ) „თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემთხვევაში ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა.“.
3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. თიზის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ ორგანიზატორი/ადმინისტრატორი 2010 წლის პირველ დეკემბრამდე უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების 21 მუხლით გათვალისწინებულ დანართში მითითებული ტვირთის რენტგენოკონტროლის მობილური სისტემის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებას.“.
4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ოქტომბრისა საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №226. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №226, 03.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033802/