„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2010 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფოთის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს 2010 წლის 1 აგვისტო.“.

2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფოთის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:

ა) ,,თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანებაში მითითებული:

ა.ა) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონკრეტული სახეობისა და ტექნიკა-დანადგარების შეძენა-მონტაჟი და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ა.ბ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემის ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით, გამოსახულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხმის ჩამწერი საშუალებებით;

ა.გ) შენობა-ნაგებობებში სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ტექნიკით აღჭურვა;

ბ) ,,თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემთხვევაში ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა.“.

3. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 31 მარტისა გააფორმოს ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2010.
როდის იქნა მიღებული „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №12, 18.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3448/