„ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №70, მუხლი 764) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქუთაისის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს 2009 წლის 1 დეკემბერი.“.
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს ქუთაისის თიზის განაშენიანების რეგულირების გეგმა ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ორგანიზატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური