„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის,მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
300010000.10.003.016937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2012 წლის 18 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფ უნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისი ს №131 დადგე­ნილებ აში (სსმ, 2008  წელი, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესების:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ ­დეგი რედაქციით:

„თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძ­ველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შე­სა­ბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც, აგრეთვე, სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვე­ტე­რინარულ ი სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარი­ უ­ ლ ი სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გა­ თ­ ვა­ლისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალის­ წი­­ ნებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭი­ რო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების გან­თავ­სების სიტუაციური გეგმა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყო­ბის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობის ა და თავი­სუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვ ებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მო­თხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განი­საზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდე­ნობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახ­ვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                               ი . მერაბიშვილი