"ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010წლის 1 ოქტომბერი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილების მე-2 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
მიენიჭოს უფლებამოსილება:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილებას შეადგინოს ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 27-ე და 31-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე;
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს შეადგინოს ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 242 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.
მუხლი 2
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართვალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები :
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამართალსუბიექტები).“.
ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართალსუბიექტების უფლებამოსილი თანამშრომელები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 242, 27-ე და 31-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ი. ჭუმბურიძე