„საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №455
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბნის (ყოფილი ახალციხის სატყეო) კვარტალ №5, 6-ში 50.0 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 19.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №455. სარეგისტრაციო კოდი — 390.040.050.08.002.004.
- სად არის „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“, №455, 19.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103624/