საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისა და ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190020030.35.103.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 21/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 5 ოქტომბერი

დ. მესტია

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისა და ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ის მოცულობით.

2. სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხების ოდენობა და მიზნობრიობა განსაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამის საფუძველზე თანხები გამოყოს საფინანსო ორგანომ.

3. აღმასრულებელმა ორგანომ განსაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შექმნის საჭიროება და წარმოადგინოს წინადადება განსახილველად საკრებულოში.

4. სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ბიუჯეტის დაზუსტება მოხდეს დადგენილი წესით—საკრებულოს გადაწყვეტილებით.

5. ნება დაერთოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად განახორციელოს:

ა) მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება, მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების, სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა, რაც ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინოს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

6. საკრებულოს ეს დადგენილება გამოქვეყნდეს არსებული წესით.

7. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  გ. გვარლიანი