დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„ი” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისა დ,
1. განისაზღვროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 26 იანვრის №1 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარებში) |
| საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| აპარატის უფროსი | 700 |
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარებში) |
| გამგებელი | 2360 |
| გამგებლის მოადგილე | 900 |
| სამსახურის უფროსი | 700 |
| განყოფილების უფროსი | 500 |
| გამგებლის თანაშემწე | 450 |
| გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გამგეობის რწმუნებული | 400 |
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
| წამყვანი სპეციალისტი | 350 |
| უფროსი სპეციალისტი | 240 |
| სპეციალისტი | 235 |
| სახანძრო-სამაშველო სამსახური |
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
| ინსპექტორი (მოადგილე) | 460 |
| რაზმის უფროსი | 312 |
| მეხანძრე | 300 |
| დისპე ტ ჩერი | 190 |
| მძღოლი | 282 |
| დამლაგებელი | 180 |
| დისპე ტ ჩერი რეზერვისტი | 190 |