ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2010 ძალადაკარგული 30.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.137.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 25/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №26

2010 წლის 5 ოქტომბერი

დ. ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გ. ენდელაძე

  დანართი № 1

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულებ ა

    მუხლი 1. გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვი ს, გაწვევის ა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა,სამხედრო სამსახურისთვის მომზადება,სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

2. მუნიციპალიტეტის გამწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვის ა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვი თ მმართველობის ხელმძღვანელობა,სამსახურს მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყო ფ ს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განის ა ზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში;

გ) უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში;

დ) სპეციალისტი რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში;

ე) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ვ) ექიმ ი სპეციალისტი.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

 3. სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით ა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

    მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მისაწერ ჭაბუკთა სიების და საბუთების გამოთხოვა ს საჯარო სკოლებიდან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულებიდან და წარმოება- დაწესებულებებიდან;

ბ) მისაწერ ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და საერთო სიის (ფორმა 2)შედგენა ს;

გ) ანბანური წიგნების წარმოება ს;

დ) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობების გაცემა ს;

ე) ანბანური წიგნიდან წვევამდელთა აღრიცხვიდან მოხსნა ს და რეზერვში ჩარიცხვის ამონაწერების შევსება ს;

ვ) წვევამდელთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება ს;

ზ)გაწვევის, მიწერისა და სხვა წლიური ანგარიშების შედგენა ს;

თ) პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ჭაბუკთა პირადი ბარათის შევსება ს;

ი) წვევამდელთა პირადი საქმის აკინძვა ს;

კ) წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება ს;

ლ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება ს ანბანურ წიგნებთან;

მ) გასაწვევ წვევამდელთა საერთო სიის შედგენა ს;

ნ) გასაწვევ წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება ს;

ო) წვევამდელთა კარტო თ ეკის მოწესრიგება ს; პასუხისმგებელია კართოტეკაში დაცულ წვევამდელთა პირადი საქმეების რაოდებობაზე;

პ) გამგეობის შესაბამის ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა მეშვეობით უწყებების დარიგება ს წვევამდელებში;

ჟ) უაღრიცხვო წვევამდელთა მოძიება ს;

რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. სპეციალისტი რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანა-მოხსნა ს;

ბ) სამხედო ბილეთების და დროებითი მოწმობების გაცემა ს;

გ) რეზერვისტთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება ს;

დ) წ ლიური ანგარიშების შედგენა ს:

ე) სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით გაწვეულ რეზერვისტთა საქმის აკინძვა ს;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის,დაჯავშნის ორგანიზება ს;

ზ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების კარტოთეკასთან შედარება ს;

თ) ინდივიდუალურ, აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა ს, მოზიდვა ს და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გაგზავნა ს;

ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა ს და მათთან მუშაობის ორგანიზება ს;

კ) შვებულებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება ს;

ლ) რ ეზერვისტთა კარტო თ ეკის მოწესრიგება ს; პასუხისმგებელია კარ ტ ო თ ეკაში დაცულ რეზერვისტთა სააღრიცხვო ბარათებისა და პირადი საქმეების რაოდებობაზე;

მ) ტექნიკის აღრიცხვიანობის მოწესრიგება ს და წლიური ანგარიშის მომზადებას;

ნ) დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა ს, მათ გაწვევა ს და ტექნიკის მიწოდება ს შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და იმ ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურში შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) სამსახურში დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

გ) სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. ექიმი სპეციალისტი უზრუნველყოფს:

ა) წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევ ის, რეზერვისტთა მობილიზაციის ა და სარეზერვო ბატალიონებში გაწვევის მომენტისათვის წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასწარ შემოწმებას;

 ბ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი.