მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №44
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №52 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებასა და უზრუნველყოფას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში –სამსახური) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და “მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციასა და სამხედრი ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3. სამსახური ფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და მიზნობრივი ტრანსფერით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვ ნ ით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
მუხლი 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;
გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულება;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა) აღრიცხვის ორგანიზება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვის ორგანიზება;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო-სააღრიცხვო კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;
ვ) სასწავლო დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.
3. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები:
ა) „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში თანამშრომლებთან გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის საშტატო რაოდენობას კანონით დადგენილი წესით, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით, რომლებსაც ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) მობილიზაციის, აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადების მომზადებას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის წინაშე, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:
გ.ა. სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
გ.ბ. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
გ.გ. დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
გ.დ სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ.ე დადგენილი წესით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
დ) სამსახურის თანამშრომლებს აძლევს მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულების თაობაზე;
ე) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის თანამშრომლები მოვალენი არიან:
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
ბ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
მუხლი 4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ქონება
1. სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისთვის იყენებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგებლი, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.
2. ამ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის საფუძველია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორაგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №52 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებასა და უზრუნველყოფას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში –სამსახური) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და “მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციასა და სამხედრი ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3. სამსახური ფინანსდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და მიზნობრივი ტრანსფერით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნ
ით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.მუხლი 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი