შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№952
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №952

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის „კაპიტალ კრედიტი“  რეგისტრაციაზე უარის  შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 12 სექტემბრის №248 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის №99/01 ბრძანების საფუძველზე:

1. უარი ეთქვას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კაპიტალ კრედიტს“ რეგისტრაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 12 სექტემბრის №248 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო.

2. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის

უფროსი                                                                            მ.ციციშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“?
დიახ, განცხადება „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2010.
როდის იქნა მიღებული „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“?
„შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“ მიღებულია 15.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №952.
სად არის „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის "კაპიტალ კრედიტი" რეგისტრაციაზე უარის შესახებ“, №952, 15.10.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1048496/