ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
გადაწყვეტილება№24/3
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და აღნიშნული სისტემით მომსახურების გამწევ პირებს კომისია განსაზღვრავს გადაწყვეტილებით, ხოლო ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირები.
კომისია თვლის, რომ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სს ,,თელასის”, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას”, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა” და ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიერ (შემდგომში – მომსახურების გამწევი პირები) ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება, დასუფთავების მომსახურება (შემდგომში – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება უნდა განხორციელდეს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემით, ხოლო ერთიანი სისტემის ადმინისტრატორებად უნდა განისაზღვრონ სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ ი ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალის მიხედვით (ქ. თბილისის საზღვრებში).
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის საფუძველზე, კომისიამ გადაწყვიტ ა:
1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სს ,,თელასის”, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას”, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” და ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მიერ (შემდგომში – მომსახურების გამწევი პირები) ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება, დასუფთავების მომსახურება (შემდგომში – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება განხორციელდეს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემით (შემდგომში – ადმინისტრირების ერთიანი სისტემა).
2. პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ფარგლებში ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირება თავიანთ მომხმარებლებთან მიმართებით განახორციელონ სს ,,თელასმა” და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ” (შემდგომში – ადმინისტრატორი).
3. ადმინისტრატორი და მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან 2010 წლის 1 ნოემბრამდე, მინიმალური ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, არადისკრიმინაციულ და სამართლიან პირობებზე გააფორმონ ხელშეკრულებები (შემდგომში – ხელშეკრულება) მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ერთიანი ადმინისტრირების მიზნით, კერძოდ, აბონენტებისათვის მათ მიერ გადასახდელი საფასურის/მოსაკრებლის ოდენობის შესახებ ერთიანი ქვითრის მიწოდებისა და გადახდილი თანხების აღრიცხვის ორგანიზების შესახებ.
4. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს განემარტოთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მიერ 2010 წლის 1 ნოემბრამდე ადმინისტრატორსა და მომსახურების განმახორციელებელ პირებს შორის გაფორმებული არ იქნება სათანადო ხელშეკრულება, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას ხელშეკრულების თაობაზე მიიღებს კომისია.
5. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ გადაწყვეტილების და მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მომსახურების გამწევი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრატორი ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ქვითრების მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდებას, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს და ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის და/ან მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვამდე წყვეტს მომხმარებლისთვის თავისი მომსახურების გაწევას.
6. განემარტოთ მომსახურების გამწევ პირებს, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადმინისტრატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
7. მომსახურების გამწევმა პირებმა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყონ არსებული დავალიანების გადანაწილება არანაკლებ 36 თვეზე.
8. ერთიანი სისტემის ადმინისტრატორმა მისი მომსახურების შეწყვეტა იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების ამოქმედებამდე გააჩნდათ მიღებული მომსახურების საფასურის დავალიანება, განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა მომხმარებელსა და მომსახურების გამწევ პირს შორის დავალიანების განწილვადების თაობაზე დადებული ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაკისრი ვალდებულებები დავალიანების დაფარვის შესახებ.
9. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს განემარტოთ, რომ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას.
10. გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის ღია სხდომაზე გამოცხადების დღიდან.
11. გადაწყვეტილება მიექცეს აღსასრულებლად დაუყოვნებლივ.
12. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევის თაობაზე ცალკე არ გასაჩივრდება.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), გადაწყვეტილების მხარეებისათვის ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
14. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტს (ნ. ბერიძე).
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრი ი. ქავთარაძე
კომისიის წევრი ს. მესხი