„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №209
2005 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ მარაქველიძე – IRIS საქართველო, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
გივი მერაბიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი
ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი
ზაზა ნანობაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი
გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი
ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“;
ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროებმა 2006 წლის 30 მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის პროცესის დასრულება და აღნიშნულის საფუძველზე სამთავრობო კომისიისათვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს;
ბ) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადასინჯვას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი იმ სამართლებრივი აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება და რომელთა დადგენილი წესით ძალაში შესვლა აუცილებელია (ნუსხაში მითითებულ ყოველ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შემუშავდეს რეკომენდაცია სათანადო არგუმენტაციით – მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, კორექტირების ან მოქმედი რედაქციის საჭიროების აუცილებლობის დასაბუთებით).
5. სამთავრობო კომისიამ 2006 წლის 30 აგვისტომდე განიხილოს სამინისტროების მიერ ამ დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების ნუსხა (სათანადო არგუმენტაციით) და შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს მთავრობას.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 22.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №209. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.343.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №209, 22.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.343 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10696/