,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 10/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი ბარამია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით კორახაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი

სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

დავით მოდებაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ზაზა ნანობაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი

დავით ნერგაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი

თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ღვალაძე          – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეისწავლის სამინისტროებისა და მათ გამგებლობაში არსებული დაწესებულებების მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის შედეგად შემუშავებულ წინადადებებს და რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას.“;

გ) დებულების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროების მიერ წარმოდგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთიანი ნუსხისა და ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების განხილვა, აღნიშნულის შესწავლის საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.“;

დ) დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომზადდეს შესაბამისი წინადადებები საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის თაობაზე;“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 05.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №137. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.778.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №94 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №137, 05.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.778 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8632/