პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №152
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ს, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4პუნქტისა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო თა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. განისაზღვროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო თა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო თა მოსამსახურეების სასურსათო ულუფის კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს დამატებითი ფულადი ანაზღაურება.
5. თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებ ა მოსილების მქონე პირი.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. სულაბერიძე
დანართი №1
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მომსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | თავმჯდომარე | 2520 | 2270 | 2045 |
| 2 | თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 2400 | 2160 | 1945 |
| 3 | თავმჯდომარის მოადგილე | 2400 | 2160 | 1945 |
| 4 | თავმჯდომარის თანაშემწე | 2280 | 2050 | 1845 |
| 5 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 6 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 1600 | 1455 | 1325 |
| 7 | შტაბის უფროსი | 1500 | 1365 | 1240 |
| 8 | განყოფილების უფროსი | 1200 | 1090 | 990 |
| 9 | სამორიგეოს უფროსი | 1020 | 930 | 845 |
| 10 | მთავარი ინსპექტორი | 960 | 880 | 810 |
| 11 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 12 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 13 | უფროსი მორიგე ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 14 | უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 15 | უფროსი სოციალური მუშაკი | 780 | 725 | 675 |
| 16 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 17 | უფროსი სპეციალისტი | 780 | 725 | 675 |
| 18 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 19 | მთავარი ბუღალტერი | 1800 | 1620 | 1460 |
| 20 | უფროსი ბუღალტერი | 1020 | 930 | 845 |
| 21 | ბუღალტერი | 805 | 750 | 700 |
| 22 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 23 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 24 | ექიმი | 937 | 855 | 800 |
| 25 | მძღოლი | 400 | 350 | 300 |
| 26 | დამლაგებელი | 400 | 350 | 280 |
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 2 | შტაბის უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 4 | უფროსი ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 5 | ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 6 | კანცელარიის უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 7 | სამორიგეოს უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 8 | მორიგე ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 9 | მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 10 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 11 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 12 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 13 | გუშაგი | 480 | 455 | 430 |
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 2020 | 1820 | 1640 |
| 2 | უფროსის მოადგილე | 1600 | 1455 | 1325 |
| 3 | შტაბის უფროსი | 1600 | 1455 | 1325 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1145 | 1040 | 945 |
| 5 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1060 | 965 | 880 |
| 6 | უფროსი ინსპექტორი | 1060 | 965 | 880 |
| 7 | ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
| 8 | უმცროსი ინსპექტორი | 925 | 850 | 780 |
| 9 | სპეციალისტი | 925 | 850 | 780 |
| 10 | მებრძოლი | 940 | 865 | 795 |
| 11 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
| 12 | დამლაგებელი | 400 | 350 | 280 |
4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 2 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 720 | 625 | 590 |
| 3 | ასეულის მეთაური | 660 | 625 | 590 |
| 4 | ასეულის მეთაურის თანაშემწე | 600 | 565 | 530 |
| 5 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 6 | ოცეულის მეთაურის მოადგილე | 565 | 530 | 495 |
| 7 | ოცეულის მეთაურის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 8 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 9 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 10 | საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი | 565 | 530 | 495 |
| 11 | უმცროსი ინსპექტორი | 505 | 480 | 455 |
| 12 | სპეციალისტი | 565 | 530 | 495 |
| 13 | ექიმი | 688 | 640 | 600 |
| 14 | საწყობის გამგე | 600 | 565 | 530 |
| 15 | ბუღალტერი | 600 | 565 | 530 |
| 16 | ტექნიკური მუშაკი | 480 | 455 | 430 |
| 17 | გუშაგი | 265 | 250 | 235 |
5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | დირექტორი | 2280 | 2050 | 1845 |
| 2 | დირექტორის პირველი მოადგილე | 1680 | 1515 | 1360 |
| 3 | დირექტორის მოადგილე | 1400 | 1260 | 1135 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 5 | კანცელარიის უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 6 | კადრების უფროსი ინსპექტორი | 960 | 880 | 810 |
| 7 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 8 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 9 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 10 | კონტროლის უფროსი ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 11 | კონტროლის ინსპექტორი | 600 | 565 | 530 |
| 12 | კონტროლიორი | 480 | 455 | 430 |
| 13 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 14 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 685 | 640 | 600 |
| 15 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 16 | ფსიქოლოგი | 685 | 640 | 600 |
| 17 | ბიბლიოთეკის გამგე | 480 | 455 | 430 |
| 18 | ბუღალტერი | 780 | 725 | 675 |
| 19 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 20 | სასადილოს გამგე | 480 | 455 | 430 |
| 21 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 22 | არქივარიუსი | 600 | 565 | 530 |
| 23 | დამლაგებელი | 400 | 350 | 280 |
დანართი №2
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო თა მოსამსახურეების სახელმწიფო წოდებისთვის ხელფასის დანამატი
| სპეციალური წოდება | დანამატი |
| გენერალ–მაიორი | 25 |
| პოლკოვნიკი | 22 |
| ვიცე პოლკოვნიკი | 20 |
| მაიორი | 18 |
| კაპიტანი | 16 |
| უფროსი ლეიტენანტი | 14 |
| ლეიტენანტი | 12 |
| უმცროსი ლეიტენანტი | 10 |