აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „საქართველოს ბანკი ს“ (შემდგომში „ბანკი“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2010 წლის 22 ნოემბერს, 15:00 საათზე. ბანკის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ბ-ნ ირკი თალვითიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ;
2. ქ-ნ ჰანა ლოიკანენის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ;
3. მენეჯმენტის ახალი საკომპენსაციო პროგრამისთვის სს „საქართველოს ბანკის” ფასიანი ქაღალდების გამოყოფის შესახებ.
2010 წლის 22 ნოემბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
მიღებულ იქნ ე ს ბატონი ირკი თალვითიეს განცხადება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ იქნ ე ს ქ-ნი ჰანა ლოიკანენი 4 წლის ვადით;
შენიშვნა: კენჭისყრა ჩატარდება სს „საქართველოს ბანკის” წესდების მუხლი 8.2-ი ს შესაბამისად.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტს მიეცეთ უფლებამოსილება ნებადართული, მაგრამ არაემიტირებული აქციებიდან არა უმეტეს 1.5 მილიონი აქცია გამოყონ მენეჯმენტის ახალი საკომპენსაციო პროგრამისთვის.
შენიშვნა: 2010 წლის მარტში სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის დაამტკიცა ახალი საკომპენსაციო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს გარკვეული თანამშრომლების კომპენსირებას ბანკის ფასიანი ქაღალდებით მომავალი 3 წლის განმავლობაში, 2013 წლის იანვრამდე. საკომპენსაციო პროგრამის დეტალები გამოცხადდება დამატებით. საკომპენსაციო პროგრამით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების სავარაუდო საერთო ოდენობა შეადგენს 1.5 მილიონს, საიდანაც ნაწილი შესაძლებელია შეძენილ იქნ ე ს ღია ბაზარზე, ხოლო დარჩენილი ოდენობის გამოყოფა მოხდება ნებადართული, მაგრამ არაემიტირებული აქციებიდან. ბანკის მთლიანი განცხადებული სააქციო კაპიტალი დარჩება უცვლელი.
ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზ „ოდიშში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0103, თელავის ქ. №20.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2010 წლის 22 ნოემბერს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2010 წლის 22 ოქტომბერი.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ე ს 2010 წლის 12 ნოემბრიდან სს „საქართველოს ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი№74ა, თბილისი, საქართველო.