აუქციონის ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,გაკოტრების მმართველი აცხადებს აუქციონს სს „ქუ თაისი ს ავტოქარხნის“ დარჩენილი სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება 2010 წლის 19 ნოემბერს. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მონაწილემ) გაკოტრების მმართველის სახელზე უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი; ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა, ანგარიში №33050001, მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263 –ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;გ) განაცხადის შემტანი ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ქსეროასლი (აუქციონის დღეს თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა); იურიდიული პირის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით შეტანის შემთხვევაში წარმომადგენელი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების.
მონაწილეს აუქციონში მონაწილეთა ჟურნალში რეგისტრაციისთანავე გადაეცემა აუქციონში მონაწილის ბილეთი და იგი იღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე –საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა, ანგარიში №33050001; მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263 –ჩარიცხოს აუქციონზე მის მიერ დასახელებული თანხა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გაკოტრების მმართველს.
თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითრის) გაკოტრების მმართველთან წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების შესაძენად აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას, მასთან არ გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
გასაყიდ ქონებასთან დაკავშირებით ინფ ო რმაციის მიღება შესაძლებელია 10 სთ-დან 18 სთ-მდე, კვირის გარდა,
საკონტაქტო ტელ.: 877 77 28 88.
აუქციონი გაიმართება 2010 წლის 19 ნოემბერს12 საათზე,მის.:ქუთაისი, სს „ქუთ აისის ავტოქარხანა“, მდებარე – ქუთაისი, ავტომშენებლის №88, ადმინისტრა ციის შენობაში.
სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნება შემდეგი ქონება:
| ნომერი | ქონების დასახელება | ტექნიკური დახასიათება და მდგომარეობა | რაოდენობა | ფასი ლარში |
| 1 | კპ 3-ის საკომპრესორო შენობა |
| 1 | 20800 |
| 2
| კაზ-608; კაზ-4540-ის რეზინის ნაკეთობები |
|
| 492291,51 |
| 3
| ღ.ს.ს „ასმ-ჰოლდინგის აქციები |
| 3 | 14736 |
| 4 | ნახშირი |
| 1174, 37 ტ | 12119,5 |