საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №85 ბრძანებულებით დამტკიცებული რეესტრის გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა განახლებული თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №98
2000 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №85 ბრძანებულებით დამტკიცებული რეესტრის გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა განახლებული თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო უწყებების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდეს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 თებერვლის №85 ბრძანებულებით დამტკიცებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა“.
3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებულ თანამდებობებზე თანამდებობის პირის დანიშვნისას (არჩევისას, დამტკიცებისას) ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას (უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ვადამდე შეწყვეტისას, გადადგომისას, გადაყენებისას) იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც საჯარო სამსახურს ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირი, თანამდებობის პირის დანიშვნიდან (არჩევიდან, დამტკიცებიდან) ან გათავისუფლებიდან (უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან, ვადამდე შეწყვეტიდან, გადადგომიდან, გადაყენებიდან) 3 დღეში მომხდარი საკადრო ცვლილება წერილობით აცნობოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს.
4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებული თანამდებობების სახელწოდების შეცვლის ან მათი შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე შესაბამისი უწყების (დაწესებულების, ორგანოს, ორგანიზაციის) სტრუქტურაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც შეიცვალა თანამდებობის სახელწოდება (გაუქმდა შესატყვისი საშტატო ერთეული) ან სტრუქტურა, ცვლილებიდან სამ დღეში წერილობით აცნობოს ეს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თანამდებობის ახალი სახელწოდების (გარდა შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევისა) მითითებით.
ე. შევარდნაძე
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა
I. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები
1. საქართველოს პრეზიდენტი
2. საქართველოს პარლამენტის წევრი
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
4. საქართველოს მინისტრი.
II. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები
1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სისტემაში:
ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე
ბ) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე
გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საპარლამენტო მდივნის მოადგილე
დ) საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი
ე) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე
ვ) სამსახურის (ცენტრის) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
ზ) ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი
თ) მთავარი კონსულტანტი
ი) განყოფილების უფროსი
კ) ეკონომიკური საბჭოს სამდივნოს უფროსი
ლ) არქივის უფროსი.
3. საქართველოს სამინისტროების სისტემაში:
1. განათლების სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
გ) აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) სამმართველოს უფროსი
ე) ბიუროს უფროსი
ვ) განყოფილების უფროსი.
2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) ინსპექციის უფროსი
ე) სამმართველოს უფროსი
ვ) ცენტრის უფროსი
ზ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი
თ) განყოფილების უფროსი
ი) სამდივნოს უფროსი.
3. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
გ) დეპარტამენტის უფროსი (დირექტორი), უფროსის (დირექტორის) პირველი მოადგილე, უფროსის (დირექტორის) მოადგილე
დ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ვ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე
ზ) განყოფილების უფროსი
თ) საქმეთა მმართველი
ი) სააგენტოს უფროსი
კ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი.
4. ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე
დ) საკოორდინაციო ბიუროს უფროსი
ე) განყოფილების უფროსი
ვ) კანცელარიის უფროსი
ზ) ჯგუფის უფროსი.
5. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ძალების, არტილერიის სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი
გ) აღმოსავლეთის ოპერატიული მიმართულების, დასავლეთის ოპერატიული მიმართულების „კოდორის ხეობა“ ოპერატიული მიმართულების უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი
დ) მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური
ე) ეროვნული გვარდიის სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი
ვ) ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე
ზ) სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის უფროსი
თ) არტილერიის ბრიგადის მეთაური
ი) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი
კ) სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
ლ) მინისტრის აპარატის უფროსი, მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე – კანცელარიის უფროსი
მ) მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე
ნ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი
ო) გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი
პ) სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე
ჟ) ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამხედრო კომისრები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის სამხედრო კომისარი.
6. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) მინისტრის ბიუროს უფროსი
დ) განყოფილების უფროსი.
7. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) განყოფილების უფროსი
დ) მინისტრის სამდივნოს უფროსი.
8. კულტურის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) კოლეგიის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის მოადგილე
დ) დირექციის უფროსი
ე) საქმეთა მმართველი
ვ) მინისტრის სამდივნოს უფროსი
ზ) იურიდიული სამსახურის უფროსი
თ) საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი.
9. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) განყოფილების უფროსი
ვ) მთავარი რეგიონალური სამმართველოს უფროსი
ზ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი.
10. მრეწველობის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე
გ) იურიდიული და კადრების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, შემოსულ და გასულ კორესპონდენციაზე მუშაობის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) სამმართველოს უფროსი
ვ) განყოფილების უფროსი.
11. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) აპარატის უფროსი
დ) სამდივნოს უფროსი
ე) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
ვ) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ზ) საბაჟო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე
თ) საბაჟო დეპარტამენტის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე
ი) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე
კ) საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი საზღვარგარეთის სახელმწიფოში
ლ) საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოების უფროსები
მ) საბაჟო დეპარტამენტის თბილისის რეგიონალური საბაჟოს უფროსი
ნ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟოს უფროსი
ო) საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
პ) საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
ჟ) საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
რ) საგადასახადო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
ს) საგადასახადო დეპარტამენტის იურიდიული, კადრების, საერთაშორისო ურთიერთობათა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ტ) საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე
უ) საგადასახადო დეპარტამენტის აპარატის უფროსი
ფ) საგადასახადო დეპარტამენტის სამმართველოს (მთავარი სამმართველოს, რეგიონალური სამმართველოს) უფროსი
ქ) საგადასახადო დეპარტამენტის კანცელარიის უფროსი
ღ) საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სექტორის უფროსი
ყ) საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის უფროსი
შ) საგადასახადო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ჩ) საგადასახადო დეპარტამენტის რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის უფროსი.
12. საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
გ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე
დ) სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი)
ე) განყოფილების უფროსი
ვ) მინისტრის სამდივნოს უფროსი, მინისტრის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში
ზ) ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე
თ) ცენტრის ხელმძღვანელი.
13. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის დირექტორი
გ) სამმართველოს უფროსი
დ) განყოფილების უფროსი
ე) კანცელარიის უფროსი
ვ) მთავარი ბუღალტერი.
14. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე
ვ) განყოფილების უფროსი
ზ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი
თ) რაიონული (საქალაქო) განყოფილების უფროსი.
15. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე
გ) მინისტრის თანაშემწე, მინისტრის მრჩეველი
დ) განყოფილების გამგე (უფროსი).
16. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) სამმართველოს უფროსი
დ) განყოფილების უფროსი
ე) კანცელარიის უფროსი
ვ) სექტორის უფროსი.
17. ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
დ) საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) სამმართველოს უფროსი
ვ) განყოფილების უფროსი
ზ) აპარატის უფროსი
თ) კანცელარიის გამგე
ი) მთავარი ბუღალტერი
კ) სამსახურის უფროსი
ლ) საქმეთა მმართველი
მ) ინსპექციის უფროსი
ნ) პრესსამსახურის (პრესცენტრის, საინფორმაციო ცენტრის) უფროსი.
18. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
გ) მეცნიერებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე
ვ) სამმართველოს უფროსი
ზ) რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე.
19. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე
გ) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) სამმართველოს უფროსი
ე) განყოფილების უფროსი
ვ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე
ზ) მინისტრის აპარატის უფროსი
თ) საქმეთა მმართველი
ი) სამდივნოს უფროსი.
20. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი
დ) სამინისტროს იურიდიული, კავშირგაბმულობის, უზრუნველყოფის ოპერატიული სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ვ) პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე
ზ) შინაგანი ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროში
ი) ეროვნული ცენტრალური ბიუროს (ეროვნული ბიუროს) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
კ) სამინისტროს შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე
ლ) სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსი, უფროსის მოადგილე
მ) სამინისტროს აკადემიის უფროსი,უფროსის მოადგილე
ნ) სამინისტროს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის „დინამოს“ თავმჯდომარე
ო) სამხარეო, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი
პ) რაიონის, ქალაქის (ქალაქის რაიონის) სამმართველოს (განყოფილების) უფროსი.
21. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე
ბ) მინისტრის აპარატის უფროსი, აპარატის უფროსის მოადგილე
გ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე
ვ) განყოფილების უფროსი.
4. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების სისტემაში:
ა) სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ბ) თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გ) თავმჯდომარის მოადგილე.
5. საქართველოს სახელმწიფო ინსპექციების სისტემაში:
ა) სახელმწიფო ინსპექციის უფროსი
ბ) უფროსის პირველი მოადგილე
გ) უფროსის მოადგილე.
6. საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი.
7. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
III. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები
1. საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
2. საერთო სასამართლოების სისტემაში:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე
გ) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე
დ) რაიონის (რაიონული) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე
ე) საქალაქო (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე
ვ) ქალაქის რაიონის (რაიონული) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე.
3. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:
ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე
ბ) გენერალური პროკურატურის სამსახურის უფროსი
გ) გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი
დ) გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი
ე) სასწავლო ცენტრის უფროსი
ვ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორი
ზ) საოლქო, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის პროკურორი
თ) საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი, რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორი
ი) საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, რეგიონალური სამხედრო პროკურორი
კ) სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვის ზედამხედველობის პროკურორი.
IV. საქართველოს სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები
1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოები:
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი
ბ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრი
გ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი
დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს წევრი.
2. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში:
ა) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
ბ) კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრი
გ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე
დ) აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
ვ) ქ. თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე
ზ) რეგიონალური, ქალაქის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
4. საქართველოს სახალხო დამცველი.
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.
6. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრი.
V. საჯარო სამართლის იურიდიული პირები
საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
VI. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის თანამდებობის პირები
1. რაიონის (ქ. ზუგდიდის) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.
2. რაიონის (ქ. ზუგდიდის) გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.
3. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი,ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.
4. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მერის პირველი მოადგილე (პირველი ვიცე-მერი).
5. ქ. თბილისის პრემიერი, პრემიერის მოადგილე.
6. ქალაქის რაიონის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.
7. გუდაუთაში, ტყვარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული, რწმუნებულის პირველი მოადგილე.
8. ქ. გაგრის მერი, მერის პირველი მოადგილე.
VII. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე.
VIII. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.