"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3767-IIს
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 05/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 151 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი.“.

2. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3767–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2010.
როდის იქნა მიღებული "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3767-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.05.001.016051.
სად არის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3767-IIს, 26.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1081118/