სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული ორგანიზაციაა. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომელთა მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი მონაწილეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2011 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 სექტემბერი.
№294–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №294. სარეგისტრაციო კოდი — 040.170.020.05.001.003.272.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №294, 26.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.003.272 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18976/