გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
2010 წ ლის21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე,
სხდომის მდივანი ანი მეშველიანი
შპს ,,ჟინერის“ კრედიტორთა პირველი კრება
სხდომა დაიწყო 10 საათსა 30 წუთზე სხდომა დამთავრდა 11 საათ სა და 00 წუთზე
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესი თ.ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად,გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-16 პუნქტით, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა გადაწყვეტილებით შპს ,,ჟინერის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გიორგი ზედელაშვილი (პირადი №01027005212);
2. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე