"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ"ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№966
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 15/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №966

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა  და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანე ბ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბ რის №1310 ბრძანება ში (სსმ III, 19.12.2005,  №146,  მუხ. 1635) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილებ ები:

1. მე-6 მუხლი ს „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლი პირის ძებნა და დაკავება;“

2. მე-7 მუხლი ს „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლ და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების მოპოვება და დამუშავება;“.

3. მე-14 მუხლი ს მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლის დასაკავებლად, თუ იგი გაიქცა ან მიიმალა შემთხვევის ადგილიდან;“.

4. მე-15 მუხლი ს მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ქუჩები, ჩიხები და უმოკლესი გზების დისლოკაცია ბრალდებუ ლთა დასაკავებლად.“.

5.  მე-17 მუხლი ს პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლი პირის (პირების) არსებობა და მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;“.

6. მე-18 მუხლი ს პირველი პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;“;

„ზ) თუ გარემოება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლი პირის დევნის შესაძლებლობას არ იძლევა, იმყოფებოდეს შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფის ან გამომძიებლის მოსვლამდე ან სამსახურის მორიგის განკარგულების მიღებამდე;“.

7. 24-ე მუხლი ს მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, განწესში მყოფი სხვა პატრულ-პოლიციელები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.“.

„5. ძებნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ ლი პირების დაკავებისას შეგროვებული პირველადი მასალები გადაეცემა გამომძიებელს, სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანება შინაგან საქმეთა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ბრალდებუ ლ პირს წარადგენენ პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                        ი. მერაბიშვილი