,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№224
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.10.003.000.358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 14/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.“.

2. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმტეს 1;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;

გ) 2007 წლის 1 იანვრიდან

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.“.

3. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2007 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2007 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 14.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №224. სარეგისტრაციო კოდი — 300.380.010.10.003.000.358.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №224, 14.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.10.003.000.358 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10990/