„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2006 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2008 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;
გ) 2009 წლის 1 იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.“.
2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2008 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2008 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2006.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №210. სარეგისტრაციო კოდი — 300.380.010.10.003.000.594.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №210, 15.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.10.003.000.594 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9022/