საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.
ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად:
1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:
ა) 2006 წლის 1 იანვრამდე
ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;
რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;
პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;
სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;
ბ) 2006 წლის 1 იანვრიდან

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.
2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2006 წლის 1 იანვრამდე
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;
ბ) 2006 წლის 1 იანვრიდან
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;
გ) 2007 წლის 1 იანვრიდან
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.
3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2006 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“?
- „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №124. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.10.003.000.123.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.12.2020-დან.
- სად არის „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, №124, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.123 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10906/