„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №751 |
|
2020 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.
ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:“.
2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) 2021 წლის პირველი იანვრიდან:
თ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;
თ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;
თ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;
თ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;
თ.ე) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში[1] – არაუმეტეს 80 კპა-ისა;
თ.ვ) გამოხდა:
− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;
− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;
ი) 2021 წლის პირველი ივლისიდან:
ი.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;
ი.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;
ი.გ) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში1 – არაუმეტეს 80 კპა-ისა;
ი.დ) გამოხდა:
− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;
− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;
ი.ე) ნახშირწყალბადის ტიპის შემცველობა:
− ოლეფინების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 18%-ისა;
− არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;
− ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;
ი.ვ) ჟანგბადის შემცველობის მასური წილი – არაუმეტეს 3.7%-ისა;
ი.ზ) ჟანგბადშემცველი დანამატების (ოქსიგენატის) შემცველობა:
− მეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 3%-ისა;
− ეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 5%-ისა;
− იზოპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;
− მეთილპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;
− მესამეულიბუტილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 7%-ისა;
− ეთერების (მოლეკულაში 5 ან მეტი C ატომებით) მოცულობითი წილი – არაუმეტეს 15%-ისა;
− სხვა ოქსიგენატების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა.“.
[1] ზაფხულის პერიოდი: 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №751. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.10.003.022474.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №751, 17.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.022474 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5054708/