,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№228
სარეგისტრაციო კოდი
300.280.020.10.003.001.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2008 წ., №61, მუხლი 696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უზრუნველსაყოფად შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის საბანკო გარანტია ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. საბანკო გარანტია უნდა გაიცეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“.

2. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. ეს წესი არ ვრცელდება 100 და 100-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, აგრეთვე 100 და 100-ზე მეტი მეგავატი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების კასკადებზე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი