თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თელავი
თ ელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო ები ს დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ი“ ქვეპუნქტის ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს № 726 ბრძანებულებისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ’’ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №4 დადგენილება.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ ავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
დანართი №1
|
№ |
საჯარო თანამდებობათა რანგირება |
საჯარო თანამდებობათა დასახელება |
თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მთავარი საჯარო თანამდებობა | გამგებელი
| 2360ლარი |
| 2 | წამყვანი საჯარო თანამდებობა | გამგებლის მოადგილე
| 900 ლარი |
| 3 | უფროსი საჯარო თანამდებობა | სამსახურის უფროსი
| 700 ლარი |
| 4 | უფროსი საჯარო თანამდებობა | განყოფილების უფროსი
| 500 ლარი |
| 5 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | მთავარი სპეციალისტი
| 420 ლარი |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | წამყვანი სპეციალისტი
| 400ლარი |
| 7 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | სპეციალისტი
| 380ლარი |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი | 400 ლარი |
| 9 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმის მწარმოებელი | 240 ლარი |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობა | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე | 200 ლარი |
| 11 | დამხმარე მოსამსახურე | დამლაგებელი
| 200 ლარი |
დანართი №2
სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამდებობრივი სახელფასო სარგოები
|
№ |
თანამდებობათა დასახელება |
თანამდებობრივი სარგო |
| 1 | სამსახურის უფროსი | 700 ლარი
|
| 2 | სპეციალისტი
| 360ლარი |
| 3 | ცვლის უფროსი
| 350 ლარი |
| 4 | უფროსი მეხანძრე
| 330 ლარი |
| 5 | მეხანძრე
| 310 ლარი |
| 6 | სპეციალისტი – მძღოლი
| 320 ლარი |
| 7 | მეელსმენე
| 320 ლარი |
| 8 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი
| 100 ლარი |