„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 25 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) პირველ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 3 ლარი;
ა.ბ) მეორე ზონაში 1 კვ. მ-ზე – 1.5 ლარი;
b)სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) პირველ ზონაში – ქონების საპრივატიზებო საფასურის 6 %;
ბ.ბ) მეორე ზონაში – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
2. ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე ზონირება განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 1 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.70 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.30 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე – ქონების საპრივატიზებო საფასურის 5 %.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საპრივატიზებო საფასურის 5% -ის ოდენობით.
7. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 24 სექტემბრის №14დადგენილება.
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი №1
|
ქ. ქობულეთის ზონების აღწერა
|
|
პირველი ზონა
|
| ზ.ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ.აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე კინტრიშის შესართავამდე, მდ.კინტრიშიდან მ.აბაშიძის ქუჩის დასავლეთი მხარე.
|
|
მეორე ზონა
|
| ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორია.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2010.
- როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"?
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" მიღებულია 25.11.2010. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.35.131.016011.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ", №21, 25.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.131.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1120457/