ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) ცენტრალურ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 3 ლარი;
ა.ბ) შუალედურ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 1.5 ლარი;
ა.გ) პერიფერიულ ზონაში 1 კვ.მ-ზე –1,0 ლარი;
ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5 %;
ბ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,5 %;
ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,0 %.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 1 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,5 %.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.70 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,0%.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.30 ლარი;
ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2.0 %.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5% -ის ოდენობით.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 11 ივლისის დადგენილება №9-1.
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი №-1
| ქ. ქობულეთის ზონების აღწერა | არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე | სხვა უძრავ ქონებაზე (ნივთი) |
|
ცენტრალური ზონა
| ||
| ზ.ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ.აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე კინტრიშის შესართავამდე, მდ. კინტრიშიდან მ.აბაშიძის ქუჩის დასავლეთი მხარე | 3.0 | 5.0% |
| შუალედური ზონა
| ||
| მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, სმეკალოვკის არხის, თავისუფლების ქუჩა რკინიგზის გადასასვლელამდე, რკინიგზის ხაზიდან მდ.კინტრიშის ხიდის დასავლეთი მხარე ცენტრალურ ზონამდე | 1.5 | 2.5% |
| პერიფერიული ზონა
| ||
| ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორია; (ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა დასახლებული ტერიტორიები) | 1.0 | 2.0%
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2010.
- როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.09.2010. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.35.131.016004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.11.2010-დან.
- სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №14, 24.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.131.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031667/