1. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად და შეწყდეს შესაბამისი თხოვების ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებულ თხოვების ხელშეკრულებებზე.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5720 – ვებგვერდი, 09.03.2012