„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. სამინისტრო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.
7. სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის (www.privatization.ge)შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.“.
2. მე-6 მუხლი ს:
ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;“;
ბ) 41 და 42 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას ელექტრონული ფორმით, სამინისტროს ვებგვერდის (www.privatization.ge) მეშვეობით, ან წერილობით,რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“.
4. მე-19 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 473 მუხლი:
„მუხლი 473. თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოძრავი ქონების
სარგებლობაში გადაცემა
1. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვებ ის ხელშეკრულებ ებ ის საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ჩაითვალოს ამ კანონი ს 35-ე მუხლით გათვალისწინებულ ი ფორმით გადაცემულად და შეწყდეს შესაბამისი თხოვების ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებულ თხოვების ხელშეკრულებებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 თებერვალი.
№5720-Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობა
- მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი
- მუხლი 19. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
- მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები
- მუხლი 473. თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5720-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.05.001.016613.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5720-Iს, 28.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016613 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1607230/