1. სამინისტრო და ქონების სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.
2. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
3. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
4. (ამოღებულია - 21.04.2017, №657).
5. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური საშუალებით ან/და ელექტრონული საშუალებით.
6. სამინისტრო და ქონების სააგენტო მათთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას.
7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების საშუალებით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან.
8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5720 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 18 მარტის კანონი №4910 - ვებგვერდი, 28.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №657 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
- 29.05.2020 კანონი №5989
- 21.04.2017 კანონი №657
- 18.03.2016 კანონი №4910
- 05.06.2012 კანონი №6377
- 25.05.2012 კანონი №6332
- 28.02.2012 კანონი №5720
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სამინისტრო და ქონების სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს. 2. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, აგრეთვე ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით დადგენილი წესით გამოცემული/გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 3. სამინისტროს და ქონების სააგენტოს უფლება აქვთ, ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. (ამოღებულია - 21.04.2017, №657). 5. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური საშუალებით ან/და ელექტრონული საშუალებით. 6. სამინისტრო და ქონების სააგენტო მათთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას. 7. სამინისტროს ან ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი ბმულების საშუალებით. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.economy.gov.ge ან www.moesd.gov.ge) გამოქვეყნება, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად – მისი ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოქვეყნება. გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის მომენტიდან. 8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. [ 8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება