1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს.
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა იმ სახსჯელმწიფოსთვ მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. 2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №2კ-226-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
…ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: 5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია: თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3- 1, 53-ე მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 5.2. მითითებული ქმედებები,…
საქმე №2კ-22-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2023
…კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. 1.4. განსახილველ შემთხვევაში საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ა. ო–ნ გ–ის ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 53/ 1, 62-ე და 63-ე მუხლებთან ერთობლიობაში 109/1, 109/3-f და 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის…
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 1, №3541, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.004.175 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112594/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია