1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ. 3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება