მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება
თავი II — სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს იპროკუსტიციის სრამინისტუროა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №2კ-13-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2024
…დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). 10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ვროპული კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ გარემოებით…
საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
…უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე. 10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით…
საქმე №2კ-419-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
…შეზღუდვის პირობებშიც კი (ასეთი რომც დასტურდებოდეს), ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი არის აღმატებული. 25. ამდენად, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი-უს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ხელყოფის საფრთხე დაუსაბუთებელია. 26. უსაფუძვლოა კასატორის - ადვოკატ ი. კ-ს აპელირება იმაზე, რომ თითქოს, თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებულ ყველა მასალაში ა. ი-უ…
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 8, №3541, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.004.175 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112594/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია